რეისი როსტოვი-თბილისი მგზავრის მიერ ბომბის ხსენების გამო გადაიდო

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავი
ავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუმარა მგზავრი, რომელიც როსტოვში რეისიდან მოხსნეს, ავიაკომპანია „პობედას“ ზარალს გადაუხდის

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავის როსტოვი-თბილისის მიმართულებით გამოფრენა ბომბის შესახებ მგზავრის განცხადების გამო გადაიდო, იუწყება РИА Новости კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მგზავრი, რომელმაც ჩასხდომის დროს ბორტგამცილებელს უთხრა, რომ ჩანთაში ბომბი აქვს, პოლიციის კონტროლის ქვეშ დაუყოვნებლივ მოხსნეს რეისიდან, ხოლო საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კინოლოგებთან ერთად თვითმფრინავი შეამოწმეს.

სამომსახურეო ძაღლი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

შემოწმებისას დადგინდა, რომ არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ხუმარა მგზავრის ჩანთაში, არც თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილა.

„დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო განცხადების გამო თბილისის რეისი 35 წუთით გადაიდო, ასევე მოსალოდნელია როსტოვის მიმართულებით უკანა რეისის დაგვიანება“, — განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ დამრღვევს მოუწევს მთლიანი ზარალის ანაზღაურება, რომელიც „პობედას“ რეისების გადადების გამო მიადგა.


ყველა ახალი ამბავი
0