სამეგრელოში სახელმწიფოს მოტყუებისთვის ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა მათ მიერ გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ზუგდიდის რაიონში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები თავიანთ სახელზე გაიფორმეს

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს ყალბი ხელშეკრულებით მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა მათ მიერვე გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით დაირეგისტრირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 11 ათასი და 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები.

მოტყუებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ამჟამად დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე („თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ") და 362-ე („ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია") მუხლების მეორე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0