საქართველოს მოქალაქეებს ყალბი ხელშეკრულებით მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

გამოწერა
საქართველოს სამმა მოქალაქემ თბილისში უკანონოდ მიისაკუთრა 3300-მდე კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში მიწის ნაკვეთის თაღლითური მითვისების სქემა გახსნეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, სამი პირი გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით თაღლითურად დაეუფლა თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ 3300-მდე კვ.მ მიწის ნაკვეთს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თაღლითი დევნილისგან ბინის სანაცვლოდ 10 000 დოლარს ითხოვდა

ბრალდებულებმა ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის (1300 კვ.მ ფართობის) რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურმა სამი დამნაშავე პირიდან ორი იმ მომენტში დააკავა, როდესაც ისინი მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის (2 000 კვ.მ) რეალიზაციას ახდენდნენ.

საქმეზე დაკავებულია ორი პირი. მესამე მონაწილესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლით ("დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა"). ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამივე ბრალდებულს 2-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0