თაღლითი დევნილისგან ბინის სანაცვლოდ 10 000 დოლარს ითხოვდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული დევნილთა სამინისტროს თანამშრომლად გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილს 10 000 დოლარად ბინას სთავაზობდა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თაღლითობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს მოქალაქე მინდია ს., რომელიც აფხაზეთიდან დევნილი პირის მოტყუებას ცდილობდა, ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მინდია ს. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს გაეცნო როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რისთვისაც 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

ამასთან განუმარტა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ 8 000 აშშ დოლარი სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ უნდა გადაეცა.

თაღლითის დაკავება ამ თანხის მიღების შემდეგ მოხდა.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თაღლითობა 95,5 ათასი დოლარის ფარგლებში: იძულებით გადაადგილებული პირები მოატყუეს

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-180-ე მუხლით ("დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობა"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქართველოში ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით 267 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

იმისთვის, რომ დაიკანონონ საცხოვრებელი ფართი ან ახალი ბინა მიიღონ, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა არსებობს — სახელმწიფო მათთვის ბინებს ყიდულობს, აშენებს მრავალბინიან სახლებს, თუ დევნილებს დაკავებული აქვთ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფართი, მას უკანონებს, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს იკავებენ, სახელმწიფო მათთვის ამ ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0