ქართველმა და რუსმა უროლოგებმა ერთმანეთს გამოცდილება თბილისში გაუზიარეს

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშიოპერაცია უროლოგიის კლინიკაში
ოპერაცია უროლოგიის კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებმა საქართველოდან და რუსეთიდან ქირურგიაში თანამედროვე ტექნოლოგიები განიხილეს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსეთის წამყვანი ექიმ-ენდოუროლოგები თბილისში შეიკრიბნენ კონფერენციაზე „თანამედროვე ტექნოლოგიები ენდოუროლოგიის დარგში".

კონფერენციის მსვლელობისას ქართველმა და რუსმა უროლოგებმა იმსჯელეს უროლოგიური დაავადებების მკურნალობაში ბოლო ტენდენციებზე და ერთმანეთს მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.

„ჩემოვედით, რათა უროლოგიის თანამედროვე ქირურგიაში უახლესი მიღწევები გავუზიაროთ ერთმანეთს. კოლეგებთან დიდი ხანია ვმეგობრობთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვსაუბრობთ ახალ ტენდენციებზე, ახალ ინსტურმენტებზე. ჩვენ ვაჩვენეთ მათ ჩვენი შესაძლებლობები. ყველა ეს ტექნოლოგია მიმართულია იმისკენ, რომ ავადმყოფები მალე გამოჯანმრთელდნენ და ნაკლებად იტანჯებოდნენ ავადმყოფობის გამო", — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის დამსახურებულმა ექიმმა ალექსი მარტოვმა.

მან მაღალი შეფასება მისცა ქართველი მედიკოსების და, კერძოდ, უროლოგების პროფესიონალიზმს.

„ქართულ მედიცინას სახელი განთქმული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა, ერთ-ერთი მოწინავე იყო. ახლა კი ევროპის მაღალ თანამედროვე დონეს შეესაბამება. ვინც ამ სფეროში საქმიანობს, მათთან საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ხშირად ვართ თბილისში ყრილობებსა და კონფერენციებზე", — აღნიშნა მარტოვმა.

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლინიკა - Sputnik საქართველო
სერგეენკო: საქართველოში ჯანდაცვა პრიორიტეტშია

ექიმის განცხადებით, ერთობლივი მუშაობა ერთადერთ მიზანს ემსახურება — რომ ავადმყოფები გამოჯანმრთელდნენ.

„ეს ყოველთვის სასარგებლოა, კარგია, საინტერესოა, როდესაც კლინიკებს, ქვეყნებს, უროლოგებს შორის გამოცდილების გაზიარება ხდება, თუ როგორ მკურნალობენ ერთსა და იმავე დაავადებას, როგორი მიდგომები აქვთ, როგორია ტექნიკური შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, როგორია შედეგები. ბუნებრივია, ვსწავლობთ გართულებებსაც და როგორ მკურნალობენ მას სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ეს ძალიან საინტერესო იყო, ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ", — აღნიშნა საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ.

პროფესორი ალექსეი მარტოვი ბურნაზიანის სახელობის ფედერალური სამედიცინო ბიოფიზიკური ცენტრის უროლოგიისა და ანდროლოგიის კათედრის გამგეა. ყოველწლიურად ის 300-ზე მეტ რთულ ოპერაციას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0