თბილისი, „ბასიანი“, ჭიათურა: საქართველოში საპროტესტო აქციები განახლდა

© Facebook / BASSIANIღამის კლუბი Bassiani თბილისში
ღამის კლუბი  Bassiani თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას დღეს სოლიდარობას საზოგადოების ნაწილი გამოუცხადებს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში ძიუდოისტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

ასევე დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამართლის აღსრულებაა. ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს მფარველობს და მათ ხელს აფარებს.

მოჭიდავეთა ნაკრების მომზადება რიოს ოლიმპიადისთვის - Sputnik საქართველო
ახმეტაში ჭიდაობის სპორტსკოლის დირექტორს რამდენიმე პირმა სცემა

„ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი” –  მოკლული მოზარდის მამის მიერ ამ ლოზუნგით დაანონსებულ საპროტესტო აქციას საზოგადოების ნაწილი შეუერთდება, მათ შორის ძიუდოისტები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, რომელიც დღევანდელი დღის გამო პანკისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას სოლიდარობას უცხადებს კლუბი „ბასიანიც“, რომლის დამფუძნებლებიც დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ რეივ-აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

„სამწუხაროდ აღნიშნული აქცია ემთხვევა საკლუბო სფეროს ერთობლივ აქციას, თუმცა ჩვენი მოთხოვნები საერთოა! სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას. მოვითხოვთ გამოძიების სამართლიან წარმართვასა და დროულ დასრულებას, რათა ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს“, — ნათქვამია „ბასიანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლუბი „ბასიანი“ სპეცოპერაციის შემდეგ - Sputnik საქართველო
რეივ-აქცია ქუჩის ნაცვლად ღამის კლუბ „ბასიანში“ გაიმართება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. 

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი მოზარდი, ხოლო დანაშაულის დაფარვაზე პასუხისგებაში 5 პირია მიცემული.

თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ჭიათურაშიც იმართება. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება. „არა მოძალადე პოლიციას," — ჭიათურაში პოლიციის შენობის წინ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ 9 პიროვნების დაკავებას აპროტესტებენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციამ შაბათს, დღის ბოლოს სავარაუდოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. დღეს დილით 7 ადამიანი გაათავისუფლეს. ისინი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები დარჩენილი 2 მამაკაცის გათავისუფლებას, ჭიათურაში გენერალური ინსპექციის ჩასვლას და მათგან არსებული ვითარების შესწავლას ითხოვენ.


ყველა ახალი ამბავი
0