ხობის მუნიციპალიტეტს განახლებული კულტურის სახლი აქვს

© Photo: Courtesy of Administration of the governor of Samegrelo-Zemo Svanetiხობის კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოები
ხობის კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის 850 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ხობის ამორტიზებული კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულებულია, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

თბილისი. მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
თბილისის ძველი ხიდები ახალ სიცოცხლეს შეიძენს

ხობის კულტურის სახლში შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი. დამონტაჟდა განათების, გათბობის, წყლისა და უსაფრთხოების სისტემები.

კულტურის სახლი საზეიმო ვითარებაში ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.

ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარით დაფინანსდა.


ყველა ახალი ამბავი
0