თბილისში კლასიკური ავტომობილების რალი დაიწყო

© FB / Tbilisi City Hallსაკოლექციო ავტომობილების რალის სტარტი თბილისში
საკოლექციო ავტომობილების რალის სტარტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილები საქართველოს ტერიტორიაზე 900 კილომეტრს გაივლიან

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოში პირველად კლასიკური ავტომობილების რალი დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

ღონისძიება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნება. რბოლამ სტარტი ევროპის მოედნიდან აიღო.

„რბოლაში მონაწილეობის მისაღებად პილოტები ჩამოსულები არიან ინგლისიდან, ამერიკიდან. მინდა მათ მშვიდობიანი გზა ვუსურვო. ისინი ბევრ საინტერესო, ღირსშესანიშნავ ადგილებს ნახავენ და დიდ სიამოვნებას მიიღებენ“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ავტომუზეუმი - Sputnik საქართველო
„ფორმულა 1“-ის ქალი-პილოტი რალის საქართველოში გამართავს

რალის მონაწილეები ჯამში 900 კილომეტრს გაივლიან. ისინი მოინახულებენ საქართველოს უძველეს ქალაქებსა და სოფლებს, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. ავტორბოლაში 15 საკოლექციო ავტომობილი მონაწილებს. რალი ოთხ დღეს გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.

„დღეს თბილისში სტარტი აიღო რბოლამ კლასიკური ავტომობილებით. რბოლა დაიწყო თბილისიდან და მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით 900 კილომეტრს გაივლიან. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, დედაქალაქს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

პროექტის ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა. რალის მარშრუტი საქართველოს ეროვნულმა საავტომობილო ფედერაციამ (GAF) და კომპანია Transport Security Consultants-მა დაგეგმეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0