„ფორმულა 1“-ის ქალი-პილოტი რალის საქართველოში გამართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ავტომუზეუმი
თბილისის ავტომუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლასიკური ავტომობილების რალი სტარტს თბილისში დამოუკდიებლობის დღეს აიღებს

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ბრიტანელი მრბოლელი, „ფორმულა 1“-ის ქალი-პილოტი ზოი უიტეკერი კლასიკური ავტომობილების რალის გამართვას საქართველოს რამდენიმე ქალაქში გეგმავს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, Driving with Zoe-ს სახელწოდების მასშტაბური პროექტის განხორციელების საკითხები უიტეკერმა კახა კალაძესთან განიხილა.

თბილისელებს აჩვენეს TCR-ს რბოლის ბოლიდები - Sputnik საქართველო
თბილისელებს TCR-ს რბოლის ბოლიდები უჩვენეს: რბოლა პირველად ჩატარდება საქართველოში

კლასიკური კოლექციური ავტომობილების რბოლა 26 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. პროექტის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი კუთხით წარმოჩენა და მოგზაურობის ალტერნატიული სახეობის — კლასიკური ავტომანქანებით რბოლის პოპულარიზაციაა.

„გვსურს, რომ კლასიკური ავტომანქანების რალიში რაც შეიძლება მეტი ქართველი და ადგილობრივი მოსახლე ჩავრთოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩამოსვლა და რალის გამართვა კი არა, მასში საზოგადოების ჩართვაცაა. 26 მაისი, რალის დაწყების დღედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რალი ასევე, არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ, რათა ნახონ, თუ რა ბიზნეს შესაძლებლობებია ქვეყანაში“, — განაცხადა ზოი უიტაკერმა.

მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს სოციალური დატვირთვაც ჰქონდეს. მისი თქმით, პროექტის გამოყენება უსაფრთხო მოძრაობის პოპულარიზაციისთვის არის შესაძლებელი. გარდა ამისა, უიტეკერის თქმით, პროექტის ფარგლებში საქართველოზე დოკუმენტური ფილმიც მომზადება იგეგმება.

ზოი უიტეკერი საქართველოში პირველად 2017 წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს მისი პროექტის — Driving with Zoe საქართველოსთან დაკავშირება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენდა.


ყველა ახალი ამბავი
0