თბილისელებს TCR-ს რბოლის ბოლიდები უჩვენეს: რბოლა პირველად ჩატარდება საქართველოში

გამოწერა

თბილისის ცენტრში TCR 2017 სერიის საერთაშორისო ავტორბოლის მანქანების დემონსტრაცია გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა TCR IS-ის პოპულარიზაციის მიზნით გამართული სარბოლო ბოლიდების პრეზენტაცია თბილისში.

ძარიანი ავტომობილების საერთაშორისო ავტორბოლის TCR-2017 პირველი ეტაპი საქართველოში ჩატარდება. შეჯიბრი 1-2 აპრილს გაიმართება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე.

TCR რბოლის საქართველოში ჩატარების სამწლიანი ხელშეკრულება 2016 წლის სექტემბერში გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და TCR პრომოუტერ მარჩელო ლოტის შორის. ქართულ მხარეს შეთანხმებაზე წარმოადგენდა ქვეყნის შს მინისტრი.

შსს ასევე აქტიურად მონაწილეობს TCR რბოლის ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. ავტორბოლაში მონაწილეობას ღებულობს ქართველო პილოტი დათა ქაჯაია.

ყველა ახალი ამბავი
0