ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტს თბილისში შეხვდა

© FB / Embassy of Armenia to Georgiaსომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ბიძინა ივანიშვილი
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ნათქვამია სომხეთის საელჩოს Facebook-გვერდზე.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გაცხადებული და საიდუმლო მიზეზები >>

სარქისიანი საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება, დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს მეთაურთა დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმზე - Sputnik საქართველო
ისტორიული დღე: მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს თბილისიდან მიულოცეს

სარქისიანისა და ივანიშვილის შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მისი დეტალები არ საჯაროვდება.

სარქისიანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიულოცა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, რომელიც პარლამენტში გაიმართა.

საზეიმო თარიღის აღსანიშნავად საქართველოში აგრეთვე ჩამოვიდნენ ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.


ყველა ახალი ამბავი
0