თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 3 ივნისს მეტროს გაჩერება დააანონსეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროსადგური „რუსთაველი“
მეტროსადგური „რუსთაველი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქციაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება მოითხოვეს

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ, შრომის ღირსეული პირობები და ხელფასების მომატება მოითხოვეს და გაფიცვა დააანონსეს.

ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013“ წევრებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი განცხადება სასამართლოში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შეიტანა.

მომიტინგეებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მემანქანეთა ხელფასი 2013 წლიდან არ შეცვლილა. მემანქანის პროფესია რთულ და მავნე პროფესიათა კატეგორიას განეკუთვნება და ყველაზე სახიფათო პროფესიების ათეულში შედის. მემანქანეები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ (ვიბრაცია, მხედველობის პრობლემები, ჰაერის დაბინძურება, გულსისხლძარღვთა დაავადებები). მემანქანეთა 60%-ზე მეტი საპენსიო ასაკს ვერ აღწევს, ნათქვამია განცხადებაში.

მეტრო - Sputnik საქართველო
ვერდიქტი ცნობილია: მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ

ასევე აღნიშნულია, რომ მეტროს მემანქანეები წლებია მოლაპარაკებების გზით შრომის ღირსეული პირობების შექმნისა და ღირსეული ხელფასის მიღებისთვის იბრძვიან. 

იმ შემთხვევაში, თუ მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდიან, პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ 3 მაისს მემანქანეთა გაფიცვა და მეტროპოლიტენის პარალიზება წინასწარ დააანონსა. ამაზე საპასუხოდ მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს არ მოხდება, რადგან მხოლოდ მან და მერიამ უნდა გადაწყვიტონ, როდის გაიხსნება და დაიხურება მეტრო. მეტიც, 2 მაისს სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვა ერთი თვით გადაიდო.

კაპანაძის თქმით, გაფიცვა მაშინ არ შედგა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომლის მფლობელია თბილისის მერია, გაფიცვის შემთხვევაში მზად იყო მეტროს მემანქანეები არაკვალიფიციური კადრებით ჩაენაცვლა.

სადგური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდა არ იგეგმება

დღეს მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 3 ივნისის შემდეგ გაიფიცებიან.

„3 ივნისს გადასვლა მოგვიწევს საგაფიცვო პერიოდზე და მოგვიწევს მეტროპოლიტენის გაჩერება. დღეს კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ ამ აქციით გავაგონებთ ხმას ადამიანებს, რომლებსაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილებების მიღება. სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას ჩვენ არ დავემორჩილებით და გამოვიყენებთ კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებას”, — განაცხადა რატი კაპანაძემ.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 6300-მდე ადამიანია დასაქმებული, აქედან 240-მდე მეტროს მემანქანეა.

ამჟამად მემანქანეების საათობრივი ხელფასი 7 ლარს შეადგენს, მომიტინგეები მის 10 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0