იუსტიციის სახლთან 26 მაისის თაღის ინსტალაცია თეა წულუკიანმა გახსნა

© photo: Sputnikთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლში პრეზენტაციის ფარგლებში 26 მაისის თაღის ინსტალაცია თეა წულუკიანმა გახსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„დღეს იუსტიციის სახლის წინ გავხსენით ე.წ. 26 მაისის თაღი, რომელიც არის ინსტალაცია და აღნიშნავს ჩვენი ქართული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს, რადგანაც წელს ჩვენ ვზეიმობთ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების ამ დიდი საქმის 100 წლისთავს“, — განაცხადა წულუკიანმა. 

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან

მინისტრის განმარტებით, 1918-1921 წლებში საქართველოს მოქალაქის პასპორტი იყო ორენოვანი, ქართული და ფრანგული. დღევანდელი პასპორტები კი ბიომეტრიული უსაფრთხო დოკუმენტია, რომლის საშუალებითაც შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი.

თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად.

ინსტალაციაზე დატანილია ინფორმაცია ყველა სამგზავრო დოკუმენტის შესახებ, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები 1918 წლიდან დღემდე სარგებლობდნენ.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოშვებული საკოლექციო მონეტა - Sputnik საქართველო
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვეს

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის სტუმრებმა გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ დაათვალიერეს, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენას, მთავრობის ჩამოყალიბებას, დამფუძნებელი კრების არჩევნებს, პირველი კონსტიტუციის მიღებას და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა მოვლენებს ასახავს.

გამოფენა მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ყველა იუსტიციის სახლში იქნება წარმოდგენილი.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა.


ყველა ახალი ამბავი
0