ქუთაისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის ეზოში ქვეწარმავალი იპოვეს

CC0 / Pixabay / გველი
გველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქუთაისის 17-ე საბავშვო ბაგა- ბაღის ეზოში დღეს ქვეწარმავალი იპოვეს, რის გამოც დირექციამ სასწავლო პროცესი ჩაშალა.

კალინიონგრადში გველების გამოფენა - Sputnik საქართველო
ბათუმს ქვეწარმავლები შეესია

როგორც „Sputnik-საქართველოს” ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განუცხადა, შენობაში უკვე ტარდება შეწამვლის შესაბამისი ღონისძიებები. 

„მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ბავშვები უსაფრთხო გარემოში ყოფილიყვნენ და ამიტომ, შევაჩერეთ სასწავლო პროცესი. რის შემდეგაც, მივმართეთ ქუთაისის სადეზინფექციო სამსახურს. ისინი უკვე ბაგა-ბაღში აწარმოებენ შესაბამის სამუშაოებს“, — განაცხადა  „Sputnik-საქართველოსთან“ დავით წიტაიშვილმა.

აღნიშნულ ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღეში აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0