ბათუმს ქვეწარმავლები შეესია

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიკალინიონგრადში გველების გამოფენა
კალინიონგრადში გველების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის მერიამ ქალაქის ზონაში ქვეწარმავლების გამრავლების აღმოფხვრის პროგრამა შეიმუშავა

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. გველების გამოჩენის გამო ბათუმის გარეუბან ანგისაში ადგილობრივებმა განგაში ატეხეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

„ანგისელი ქვეწარმავლები, დღეს გამომზეურდნენ…. sos!!!“, –  ასეთი სტატუსი სოციალურ ქსელში Facebook-ის ქსელის მომხმარებელმა ეთო საითაძემ დაწერა. 

ფოტო მის უბანში გადაიღეს, სადაც რკინის ჯებირზე შემოხვეული გველები ჩანან.

აღშფოთებული ბათუმელები წერენ კომენტარებში, რომ ამ გზაზე სკოლის მოსწავლეები დადიან.

საითაძის თქმით, გველები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ, იყო შემთხვევა, როდესაც მათ ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეაღწიეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო
აზიურმა ფაროსანამ გაიღვიძა – ფერმერები საგონებელში არიან

„გასულ წელსაც იყო მსგავსი შემთხვევა, მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ აღარ დაგვირეკავს“, — დაწერა საითიძემ. 

მსგავსი ფაქტების გახშირების გამო გასული წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის მერიამ 2018 წლიდან ახალი პროგრამა აამოქმედა, რომლის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სპეციალური პრეპარატებით მუშავდება შენობა-ნაგებობები, სარდაფები, სხვენები, საწყობები, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები და მიმდებარე ტერიტორიები.

„პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება“, — აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ქვეწარმავლების წინააღმდეგ ზომების მიღების მიზნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ბათუმის მერიის ცხელ ხაზს — (0422) 27 26 06, ან შეიტანონ განაცხადი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მისამართზე — ლუკა ასათიანის ქუჩა, 25.


ყველა ახალი ამბავი
0