აზიურმა ფაროსანამ გაიღვიძა – ფერმერები საგონებელში არიან

© Georgian National Food Agencyაზიურ ფაროსანასთან ბრძოლა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლებმა მოსალოდნელზე ადრე გაიღვიძეს და ფერმერებს სახლებში აწუხებენ.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ტემპერატურის მატებასთან ერთად აზიურმა ფაროსანამაც გაიღვიძა. ფერმერებს ვერ გადაუწყვეტიათ, მიხედონ თუ არა ხეხილის ბაღებს, დათესონ ბოსტნეული, დაამუშაონ თუ არა მიწა სიმინდის დასათესად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თვის ბოლოს თბილისში უცხოელ სპეციალისტებს ელოდებიან, რომელთა გეგმის მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში მავნებელს საკმაოდ წარმატებით ებრძოდნენ. თუმცა, აზიურ ფაროსანას ბოლომდე ჯერჯერობით ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
რა ღონისძიებები განხორციელდება 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?

ხელვაჩაურის მოსახლეობა თბილ ზამთარზე საუბრობს, ტემპერატურა უკვე ათ გრადუსს აღწევს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზიურმა ფაროსანამ გაღვიძება დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში და სახლებში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია, მოსახლეობას მაინც უწევს მავნებლებთან ბრძოლა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ღამე შეუძლებელია დაძინება, აზიური ფაროსანა პირდაპირ სახეზე ახტებათ და ლოგინში უძვრებათ.

ხელვაჩაურში გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ ციტრუსის მოსავალი გაანადგურა. მოსავლის გარეშე დარჩა სამეგრელოც. მავნებელმა ადგილობრივები შემოსავლის ძირითადი წყაროს — თხილის გარეშე დატოვა.

ხობის მცხოვრები, ანი კვიკვინია აცხადებს, რომ წელს მათ არ აუღიათ არც თხილის, არც ხილის, ატმისა თუ მსხლის მოსავალი.

„სამი დღის წინ ტემპერატურამ აიწია და ყველა ფაროსანა გამოძვრა, დაიწყეს კარადებში შეძრომა, ფარდებზე, რა გვეშველება სამზარეულოში, არ ვიცი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და, საერთოდ, რა გვეშველება?!“ — აცხადებს კვიკვინია. 

ფაროსანა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინია, რადგან ამ პარაზიტმა საქართველოს დასავლეთი მოიცვა და გასულ წელს მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა ფაროსანასთან საბრძოლველად მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაზეც 2018 წელს 10 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს. სანამ მთელი ქვეყანა ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს, მწერები თბილ ადგილს აფარებენ თავს გამოსაზამთრებლად
Грузия готовится к борьбе с мраморным клопом - Sputnik საქართველო
ფაროსანა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინია, რადგან ამ პარაზიტმა საქართველოს დასავლეთი მოიცვა და გასულ წელს მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა ფაროსანასთან საბრძოლველად მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაზეც 2018 წელს 10 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს. სანამ მთელი ქვეყანა ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს, მწერები თბილ ადგილს აფარებენ თავს გამოსაზამთრებლად

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია 2018 წელს ჩატარდება კარდაკარის პრინციპით, ხოლო ქიმიური დამუშავების პროცესი მარტიდან დაიწყება. მავნებლებისგან მიყენებული ზარალი ჯერ ციფრებში დათვლილი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიურმა ფაროსანამ შარშან თხილის მოსავლის 20% გაანადგურა.

მოსავლის აღება ვერ შეძლეს ვერც გურიასა და იმერეთში. ამ რეგიონებში ძირითადად სიმინდისა და ყურძნის მოსავალი განადგურდა.

იმერეთის სოფელ ძევრის მცხოვრების მაია ჩუბინიძის თქმით, ბოლო წელს იმაზე ნაკლები მოსავალი მიიღეს, ვიდრე შარშანწინ და იმის წინ.

პრობლემა მასშტაბური გახდა. მავნებელი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდა. ის შეიძლება კახეთსა და ქართლშიც გავრცელდეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფომ 49 მილიონი ლარი გამოყო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს მავნებელთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი, კერძოდ, ხაფანგების დაგება. ამასთან ერთად ექსპერტები მონიტორინგს ჩაატარებენ და აზიური ფაროსანას აქტიურობას დააკვირდებიან.

მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. ამ მიზნით გათვალისწინებულია 360 ტონა პრეპარატის გამოყენება.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ექსპერტმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთადერთი ხერხი დაასახელა

გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 120 ერთეული სპეციალური მაღალი გამავლობის ტექნიკის შეძენა (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა), რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ქიმიური პრეპარატები, რომლისთვისაც 15 მლნ ლარი გამოიყო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეიძინა.

2018 წელს ასევე გაძლიერდება აზიური ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო შეიძენს 100 ათასზე მეტ ფერომონს, რომლებიც განთავსდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, საერთაშორისო დახმარების ფორმატში USAID-ს მიერ გათვალისწინებულია 17 ერთეული სატრაქტორე აგრეგატის შესყიდვა, ევროკავშირის მიერ 17 შესაწამლი აპარატის შეძენა, 37 მაღალი გამავლობის მანქანის შეძენა ჩინეთის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, ანუ მას არ ჰყავს ბუნებრივი მტერი და სწორედ ამიტომ გამრავლების შესაჩერებლად საჭიროა ქიმიური და მექანიკური გზებით ბრძოლა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნას, სადაც მავნებლის ბუნებრივი მტრებისა და პარაზიტების შესწავლა-დაკვირვება მოხდება.

გარდა ამისა 2018 წელს იმუშავებს უწყებათშორისი საკოორდინაციო სამუშაო შტაბი, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება.

ყველა ახალი ამბავი
0