ვინ არის მამაკაცი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა

© Photo: courtesy of Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანის თქმით, იგი ამ პიროვნებას არ იცნობს და არ იცის, რატომ მოხვდა ის ამ მამაკაცის ინტერესის არეალში.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული 48 წლის მამაკაცია. უწყება მის ინიციალებს ავრცელებს — რ. ნ.

შაბათს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ 2011 წლიდან მას უცნობი მამაკაცი ურეკავს,  ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.

ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
ინგა გრიგოლია: მინდა სახელმწიფომ დამიცვას, არ მინდა ვინმემ სადარბაზოში მიმახრჩოს!

„ციხიდან მირეკავდა ვიღაც ჩემთვის გაუგებარი პიროვნება. რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო, ოღონდ ჩემი შვილის მამა იყო გარდაცვლილი და ვინაიდან  გავარკვიე, რომ ციხიდან იყო ზარები, აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. 2013 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, გამოვიდა ციხიდან და უკვე დაიწყო ჩემს პირად ტელეფონზე რეკვა“, — აცხადებს გრიგოლია.

ტელეწამყვანის თქმით, იგი ამ პიროვნებას არ იცნობს და არ იცის, რატომ მოხვდა ის ამ მამაკაცის ინტერესის არეალში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რ. ნ. ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

„ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები“, — იუწყება შსს.

გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის („მუქარა“) და 151-ე პრიმა მუხლის („ადევნება“) პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0