თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ვარკეთილში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავარიულია და მისი მცხოვრებლები რამდენიმე თვის წინ სხვა სახლებში უკვე გადაანაწილეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მაინც ავარიულ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მაშველები მუშაობენ.