კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashviliმუშა მშენებლობაზე
მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ახლადარჩეული მერი დეველოპერებს შეხვდა და ქალაქის განვითარების გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქში მშენებლობის რეგულირება უნდა გამკაცრდეს, რადგან ეს ადამიანების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ განცხადება კალაძემ გააკეთა დეველოპერებთან შეხვდრეაზე, სადაც საუბარი იყო შესაძლო ცვლილებებზე, რომლებიც შევა ტექნიკურ რეგლამენტში "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების შესახებ".

„დეველოპერები გვეთანხმებიან და მხარს გვიჭერენ იმაში, რომ ახალი შენობა-ნაგებობა უნდა იყოს მოპირკეტებული, და არა მხოლოს შეღებილი, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და კონკრეტულ სტანდარტიზაციას წარვადგენთ", — აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, რეგულაციები ძირითადად ახალ მშენებლობებს შეეხება და იმ კომპანიებზე გავრცელდება, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა არ გააჩნიათ, თუმცა აქვთ განაშენიანების რეგულირების მომზადებული გეგმა.

ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბაზრის მიმოხილვა: სამშენებლო ბუმი საქართველოში და ცვლილებების დრო

„რაც შეეხება მიშენებებს, მათი უმეტესობა დაკანონებულია, ჩვენ კერძო საკუთრებას ვერ შევეხებით", — აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„რამდენიმე კომპანიაა ვინც ძირითადად ფლობს ასეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებსაც გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. დაუსრულებელი მშენებლობების გამო სერიოზული ზიანი მიადგათ იმ ადამიანებს, ვისაც ავანსი ჰქონდა გადახდილი", — განაცხადა კალაძემ.

ახლადარჩეულმა მერმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი პროგრამა შემუშავდება.

კალაძემ ე.წ. ხრუშჩოვკების საკითხასაც შეეხო.

„ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტული ნაბიჯებით გაჩვენებთ", — აღნიშნა მან.

თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ ხუთშაბათს თბილისის მთავრობის ბოლო სხდომა ჩაატარა. ოფიციალურად უფლებამოსილება მას 12 ნოემბერს ეწურება, ამ დღიდან კალაძე თანამდებობას უკვე ოფიციალურად დაიკავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0