ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

გამოწერა
ალექსანდრე დეკანოიძეს ოპერაციისთვის ამზადებენ

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ჭიათურაში, კოროხნარის მაღაროში გამთენიისას მუშა დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს მაღაროში ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ამწე სამშენებლო მოედანზე - Sputnik საქართველო
ბათუმში მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთები მას საოპერაციოდ ამზადებენ”, — განუცხადა პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამ თვეში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში დაიღუპა 11 ადამიანი. 5 აპრილს მინდელის შახტზე მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, სადაც 6 მუშა დაიღუპა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0