თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი ამწედან გადმოვარდა. მას გონება არ დაუკარგავს და კონტაქტური იყო.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„მამაკაცი ამწედან ჩამოვარდა. მას დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. დაშავებული კონტაქტური იყო, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. წინასწარი დათვალიერებით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები სავარაუდოდ არ უნდა ჰქონდეს“, — განაცხადა სასწრაფო დახმარების ბათუმის სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
აქცია პარლამენტთან: სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნის დღე >>
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული. 2018 წლის სამ თვეში უბედური შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 18 ადამიანი, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანებები მიღო 12–მა ადამიანმა