დასახელდა ყველაზე სახიფათო პროფესიები საქართველოში

© Sputnik / Levan Avlabreliმუშები მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე თბილისში
მუშები მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი სამშენებლო სფეროზე მოდის

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გააანალიზა სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა, რომელთა შედეგად 2016-2017 წლებში დაიღუპნენ ან დაშავდნენ დასაქმებულები, და სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო პროფესიები დაადგინა.

როგორ ეწყობიან თბილისელები სამსახურში >>

კვლევის თანახმად, ყველაზე სახიფათო პროფესიების სიის სათავეშია მშენებლობა. ამ სფეროზე სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა საერთო რიცხვის 52% მოდის. ეს სფერო დაშავებულთა რიცხვითაც ლიდერობს — საერთო რიცხვის 52,2%. 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 13, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი.

მეორე ადგილზეა სამთო-მომპოვებელი კარიერები. ამ სფეროზე სამსახურში დაღუპულთა 20% მოდის. 2016-2017 წლებში ამ პროფესიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
„აგარის შაქრის“ ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

მესამე ადგილზე გადამამუშავებელი მრეწველობაა. ამ სფეროზე სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა 8% და დაშავებულთა 21,7% მოდის. აღნიშნულ პერიოდში დაიღუპა ამ პროფესიის 2 და დაშავდა 5 წარმომადგენელი.

მეოთხე ადგილზე არის სამსახური, რომელიც ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდებას და კონდიციონერების დამონტაჟებას უკავშირდება. ამ პროფესიაზე წარმოებაში მომხდარი გარდაცვალების ყველა შემთხვევიდან 8% მოდის. 2016-2017 წლებში ამ სფეროს ორი თანამშრომლის გარდაცვალება დაფიქსირდა.

საფრთხედ ქცეული გარჯა, ანუ როცა შრომა კლავს… >>

სახიფათო პროფესიების ტოპ-ხუთეულს ასრულებს ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებზე მუშაობა. ამ სფეროზე სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების შემთხვევების 4% და ტრავმების 17,4% მოდის. 2016-2017 წლებში დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა — 4 მუშაკი.

 

ყველა ახალი ამბავი
0