მედია: აძევებენ თუ არა აბრამოვიჩს ინგლისიდან

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი
ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო „ჩელსის“ მფლობელი ვერ დაესწრო მატჩს ინგლისის თასზე, რომელშიც მისმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს დიდ ბრიტანეთში უკვე სამი კვირა არ აძლევენ ახალ ვიზას, იუწყება РИА Новости გამოცემა The Bell-ზე დაყრდნობით.

„აბრამოვიჩის ძველ ვიზას ვადა სამი კვირის წინ გაუვიდა, ახალი კი ჯერ არ მისცეს“, — წერს გამოცემა.

ლონდონის პოლიცია - Sputnik საქართველო
ბერეზოვსკის კომპანიონი ინგლისში შესაძლოა ძაღლის საბელით დაახრჩვეს

The Bell აღნიშნავს, რომ ამის გამო ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი „უემბლის“ სტადიონზე ვერ დაესწრო ინგლისის თასის საფინალო მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო და სეზონი ჯილდოთი დაასრულა.

სხვა წყარო, რომელსაც The Bell ეყრდნობა, ამტკიცებს, რომ ახალი ვიზის გაცემაზე ოფიციალური უარი არ მოსულა და ბრიტანეთის ხელისუფლება აბრამოვიჩის დოკუმენტების განხილვას განაგრძობს.

ბიზნესმენის წარმომადგენლებმა და Home Office-მა (დიდი ბრიტანეთის მთავრობის დეპარტამენტი, რომელიც საიმიგრაციო კონტროლზეა პასუხისმგებელი) კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, აღნიშნავს გამოცემა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0