რუსთავში მეხუთე სართულიდან 11 წლის ბავშვი გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ამ დროისთვის კომაში იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პატრული - Sputnik საქართველო
ქუთაისში დამ საკუთარ დას ყელი გამოჭრა

შემთხვევა დღეს მე-17 მიკრორაიონში მოხდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია“, – განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამ დროისთვის კომაში იმყოფება.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0