ქუთაისში დამ საკუთარ დას ყელი გამოჭრა

გამოწერა
ასაკოვანი ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, დებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ქუთაისში 70 წლამდე ქალი საკუთარმა დამ მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრული - Sputnik საქართველო
შურისძიება ხაშურში: დაჭრილი მეუღლე, მოკლული მაზლი

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დამ საკუთარ დას ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი, როგორც ჩანს, დებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და მკვლელობა სწორედ ჩხუბს უკავშირდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0