„რაც შეიძლება მალე" – ერევანი ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს ამზადებს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ახალი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ქვეყანას სათავეში ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ჩაუდგა, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში ჩასვლას აპირებს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უახლოეს მომავალში ვიზიტით საქართველოში ჩასვლას გეგმავს, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

ეს ფაშინიანის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთის მთავრობის მეთაურის რანგში.

„რაც შეიძლება მალე წავალ საქართველოში. ახლა ვიზიტის ორგანიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კი ვადებზე შევთანხმდებით, გაცნობებთ", — განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანი საქართველოში მოიწვიეს

გასულ კვირაში ფაშინიანსა და მის ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეები უახლოეს პერიოდში შეხვედრაზე და ვიზიტების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში მოიწვია.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0