ფაშინიანი საქართველოში მოიწვიეს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისისა და ერევნის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს, მიაჩნია სომხეთის ახალ პრემიერს.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

სატელეფონო საუბარი მეზობელი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს შორის სომხური მხარის ინიციატივით პარასკევს გაიმართა.

ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი 8 მაისს გახდა ქვეყანაში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე. 8 მაისი 2018 - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა ფაშინიანს პრემიერობა მიულოცა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, სატელეფონო საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს.

„მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო სომხეთის მოქალაქეებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0