კვირიკაშვილმა ფაშინიანს პრემიერობა მიულოცა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე. 8 მაისი 2018
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე. 8 მაისი 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის ცენტრში რესპუბლიკის მოედანზე ერთგვარი ინაუგურაცია გამართა

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპროტესტო მოძრაობა „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

ფაშინიანის კანდიდატურას მეორე ტურში 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 42-ის წინააღმდეგ. ოპოზიციონერი დეპუტატის გამარჯვება მმართველი პარტიის წევრების მიერ მიცემული ხმების წყალობით გახდა შესაძლებელი. პირველ ტურში ფაშინიანმა სულ 45 ხმა მოაგროვა. 

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

„ვულოცავ სომხეთის ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. თქვენს მისწრაფებებში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს და გვერდით უდგას მოძმე სომხეთს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, — წერს კვირიკაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სომხეთის ყოფილი პრემიერი სერჟ სარგსიანი მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ფონზე 23 აპრილს გადადგა. მთავრობის მეთაურის პოსტზე ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი წამოაყენა. გასულ კვირაში მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციამ უმრავლესობის უფლებით ისარგებლა  და მისი კანდიდატურა ჩააგდო.

ვინ დააფინანსა რევოლუცია სომხეთში >>

საპასუხოდ ოპოზიციონერმა 2 მაისს ტოტალური გაფიცვისკენ და ერევანში ყველა სატრანსპორტო კვანძის და ინფრასტრუქტურის გადაკეტვისკენ მოუწოდა. საღამოს 2 მაისს რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ განმეორებით კენჭისყრაზე, რომელიც 8 მაისს შედგა, ოპოზიციონერ კანდიდატს მხარს დაუჭერდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0