ორი აქცია 17 მაისს - რა მოხდება თბილისის ცენტრში

© Sputnik / Alexander Imedashviliოჯახის სიწმინდის დღე 1 7 მაისი - მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
ოჯახის სიწმინდის დღე 1 7 მაისი - მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღისამდი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისში ორი სხვადასხვა საბაბით ორგანიზებული აქცია გაიმართება — ხუთშაბათს ქალაქის ცენტრში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

შსს-მ „კლუბური აქციის" მისამართით გამოთქმული მუქარისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა >>

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლიდან დაარსდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედებების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30-მდე ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვის ქვეშ მიმდინარეობს, ხოლო ოჯახის სიწმინდის დღე ფართოდ აღინიშნება.

Synthetic drugs - Sputnik საქართველო
ნარკოტიკი ღვინო არ არის – იუსტიციის მინისტრი კატეგორიულია

ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა შუადღეს დაიწყება. მორწმუნეები ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირზე სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობას მოაწყობენ.

სამებაში მასობრივი ჯვრისწერა გაიმართება — ქორწინების საეკლესიო კურთხევას 400 წყვილი მიიღებს.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ საღამოს, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ. იქ გაიმართება აქცია სახელწოდებით „გავიაზროთ 17 მაისი“. აქციის ორგანიზატორია 6 ორგანიზაცია, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობა“. აქციაზე დასწრების სურვილი Facebook-ის სოციალურ ქსელში გამოხატა 1500-მა ადამიანმა.

სწორედ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ იყო ორდღიანი აქციის ორგანიზატორი, რომელმაც თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეკრიბა. ახალგაზრდობა 11-12 მაისის ღამეს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა. კლუბებში მყოფი ადამიანები შსს-ს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ პოლიციამ ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას მათ მიმართ ძალა გამოიყენა.

აქციის მონაწილეთა ნარკოპოლიტიკის შერბილების მოთხოვნამ, ასევე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებამ ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც კვირას კონტრაქცია მოაწყვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციამ სპეცრაზმი და ჭავლმტყორცნი მანქანები გამოიყვანა, თუმცა ძალის გამოყენება აღარ გახდა საჭირო.

ჩვენს შორის კედელი არ არსებობს — პრემიერის კომენტარი საპროტესტო აქციაზე >>

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბერებთან“ მოლაპარაკებებზე პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან დაარწმუნა ისინი, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდებოდა და სპეცოპერაციისას პოლიციის ქმედებებზე განმარტებები გაკეთდებოდა. გარდა ამისა, მან თავისი სახელით და იმ პოლიციელთა სახელით, რომლებმაც ოპერაციისას ვინმეს უფლებები დაარღვიეს, ბოდიში მოიხადა. ამის შემდეგ ახალგაზრდული აქციის მონაწილეები დათანხმდნენ დაშლილიყვნენ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პირველი პოლიციელის სოლო და „ფერადი ხმაურის“ ექო...

პოლიციის კორდონი რუსთაველის გამზირზე მოიხსნა, როდესაც ტერიტორიიდან აქციის ყველა მონაწილე გაიყვანეს. ხოლო კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც უკიდურესად აგრესიულად იყვნენ განწყობილი და პოლიციას პერიოდულად წინააღმდეგობას უწევდნენ, გარკვეული დროის შემდეგ დაიშალნენ.

კანცელარიის შენობასთან აქციაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული — აქციის მონაწილეებს ღონისძიებაზე მიიყვანენ ტრანსპორტით, რომლითაც მათ აქციის შემდეგ გაიყვანენ. უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაა „ქართული მარში“ და „საქართველოს ეროვნული ერთობა“, რომლის ლიდერები ფაშიზმის და ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიას იზიარებენ, განაცხადეს, რომ თბილისში მსგავსი ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ და კონტრაქციას გამართავენ.

„გვინდა ხაზგასმით ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ, ჩვენ გვინდა, რომ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დღე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან. მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გამოვლინება, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ორი აქციის მონაწილეებს შორის შესაძლო დაპირისპირება გამორიცხა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.

 „იქ რაიმე შეტაკებებს ან ექსცესებს არ ველოდები. დემონსტრანტების ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს საიმედოდ იქნება დაშორებული და მათ შორის ფიზიკური კონტაქტი არ იქნება“, — განუცხადა ცინცაძემ „Sputnik-საქართველოს“.


ყველა ახალი ამბავი
0