შსს-მ „კლუბური აქციის" მისამართით გამოთქმული მუქარისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია რუსთაველზე
აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს გამომძიებლები მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით „საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებს გამოკითხავენ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის" მიერ 13 მაისს რუსთაველის გამზირზე „კლუბური აქციის" მისამართით გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ჩვენს შორის კედელი არ არსებობს - პრემიერის კომენტარი საპროტესტო აქციაზე

„საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერები არ მალავენ, რომ ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიას ემხრობიან. 13 მაისის აქციაზე ისინი ღიად იმუქრებოდნენ, რომ მათ სისხლს დაღვრიდნენ, ვინც საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და თბილისის ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპარაციასთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვდა.

ნარკოტიკი ღვინო არ არის – იუსტიციის მინისტრი კატეგორიულია>>>

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია "საქართველოს ეროვნული ერთობის" მიერ აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს", — ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებლები კონკრეტული პირების გამოკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას აპირებენ.

ადრე „საქართველოს ეროვნული ერთობის" მოქმედებებზე ყურადღების გამახვილება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოითხოვა.

„13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის" წევრების მისამართით ადგილი ჰქონდა ძალადობის შემცველ მუქარას, მოწოდებებს ფიზიკური თუ სხვა ძალადობრივი ქმედებებისკენ", — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია:ნარკორეალიზებაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია.

ყველაზე დაძაბული კვირა დღის საღამო აღმოჩნდა, როცა „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პერიოდულად პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0