თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლებას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო პოლიტიკოსების ჩამოსვლა გაუხარდება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.
პოლიტიკოსმა გააკეთა კომენტარი მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რიგი სახელმწიფო მოღვაწე და წამყვანი პოლიტიკოსი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო შეიძლება ვერ ჩავიდეს.
„მსოფლიო ჩემიონატზე მილიონობით ქომაგს ველით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ აქ თავი კომფორტულად იგრძნონ, რომ მათთვის ყველა პირობა შეიქმნას. რა თქმა უდა, გაგვიხარდება პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი მოღვაწეების ჩამოსვლა. ეს მათი არჩევანია. თუ მათ უყვართ ფეხბურთი, სპორტი, აღიარებენ მის ღირებულებებს, თუ თავიანთი გუნდების საქომაგოდ ჩამოვლენ — ეს შესანიშნავი იქნება“, — განაცხადა მატვიენკომ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად რუსეთმა კოლოსალური სამუშაო გაწია.
„ეს არის ახალი სტადიონები, ახალი სპორტული ობიექტები, ქალაქების კეთილმოწყობა. ჩვენ დავიმსახურეთ უმაღლესი შეფასებები და აღფრთოვანებული გამოხმაურებები FIFA-ს და იმათ მხრიდან, ვინც ჩვენთან ჩამოდის, ეცნობა მზადყოფნას ჩემპიონატისთვის… მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკის შეტანა სპორტში არ შეიძლება. ეს არასწორი, არასპორტული საქციელია“, — აღნიშნა მან.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებს ტურნირის გახსნას და სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთ ნახევარფინალს დაესწროს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე იხილეთ.