პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსოფლიო ჩემპიონატს ვერ დაესწრება

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიპელე
პელე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფეხბურთის მეფე“ შესაძლოა, რუსეთში ვერ ჩავა, თუმცა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მატჩების კომენტარს გაუკეთებს

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფეხბურთის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს, იუწყება Р-Спорт-ი პორტალ goal.com-ზე დაყრდნობით.

77 წლის ბრაზილიელმა ახლახან ზურგის ტრავმა მიიღო, რაც სხვა დაავადებებთან ერთად ფეხბურთის მეფეს რუსეთში ჩასვლაში ხელს შეუშლის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პელე ვერ დაესწრება ჩემპიონატს რუსეთში, ის გაუკეთებს კომენტარს ჩემპიონატის მატჩებს ბრაზილიური ტელევიზიისთვის, ამტკიცებს პორტალი.

პელე - Sputnik საქართველო
პელეს ვიზიტი საქართველოში - ქართული ფეხბურთის აღორძინება?

პელე ბოლო პერიოდში მკურნალობდა თირკმელებზე, ასევე გადაიტანა ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსარზე. 1 დეკემბერს ბრაზილიელი დაესწრო მსოფლიო-2018-ის საფინალო ნაწილის კენჭისყრის ცერემონიას, რომელიც მოსკოვში გაიმართა და კრემლის სასახლის სცენაზე ინვალიდის ეტლით გამოჩნდა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გასტანს, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ მთელ ინფორმაციას ნახავთ Sputnik-ის სპეცპროექტში FIFA-2018.


ყველა ახალი ამბავი
0