პელეს ვიზიტი საქართველოში - ქართული ფეხბურთის აღორძინება?

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიპელე
პელე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის დეტალები და „საფეხბურთო“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გეგმები „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში პროექტის ორგანიზატორებმა და ექსპერტებმა განიხილეს.

„საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილმა 25-კაციან საინიციატივო ჯგუფთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა წერილით, რომელშიც საქართველოში პელეს თასზე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებაში დახმარებას სთხოვს.

საფეხბურთო ტურნირი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხსა და სლავა მეტრეველს ეძღვნება. იგეგმება, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, არგენტინა და რუსეთი, ხოლო საქართველოს სტუმრები გახდებიან „ფეხბურთის მეფე“ პელე და არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი.

„პროექტის მიზანია — თავისუფალი ვაჭრობის დამყარება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, კერძოდ ბრაზილიასთან, ურუგვაისთან, პარაგვაისთან და არგენტინასთან, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კულტურული, სპორტული, ტურისტული თანამშრომლობის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია“, — ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც პატარქალიშვილმა Sputnik-ის პრესცენტრში წაიკითხა.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს
Брифинг: Дом Аргентины в Грузии обращается к премьер-министру  пресс-центр - Sputnik საქართველო
ბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საერთაშორისო ტურნირის საინტერესო დეტალია არამარტო სპეციალური „პელეს თასი“, არამედ დიდი ხუთმეტრიანი ძეგლი, რომელსაც საფუძვლად დაედო 1965 წლის ივლისში ბრაზილიისა და სსრკ-ის ნაკრებებს შორის ისტორიული შეხვედრის ფოტო. მაშინ საბჭოთა ნაკრების შემადეგნლობაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი იყო, მათგან ოთხი პელესთან ერთად ფოტოზე მოხვდა: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა და ანზორ კავაზაშვილი.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპელე და საბჭოთა ფეხბურთელები: მიხეილ მესხი , გიორგი სიჭინავა
Пеле и советские футболисты: нападающий Михаил Шалвович Месхи (справа) и полузащитник Георгий Владимирович Сичинава (второй справа)   - Sputnik საქართველო
პელე და საბჭოთა ფეხბურთელები: მიხეილ მესხი , გიორგი სიჭინავა

ღონისძიების ჩატარებაში დახმარებისთვის პატარქალიშვილმა რუსულ მხარესაც მიმართა. ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში საორგანიზაციო ჯგუფმა მოსკოვიდან ასევე გაუგზავნა კვირიკაშვილს წერილი. ჯგუფის კოორდინატორის ვლადიმირ აივაზიანის თქმით, ამ წერილის ასლი თბილისის მერს კახა კალაძეს გაეგზავნა, თუმცა ვერცერთი წერილი ადრესატამდე ჯერჯერობით არ მისულა.

„ტურნირის ჩატარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საფეხბურთო საზოგადოების თაობათა მონაცვლეობა, რომელიც 90-იან წლებში დაიკარგა… სპორტულ შემადეგნელთან ერთად, ღონისძიების მიზანია ადამიანების ფეხბურთის საფუძველზე დაახლოება. როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, სახალხო დიპლომატიას დროის მოკლე შუალედში შეუძლია ის, რისთვისაც დიპლომატებსა და პოლოტოკოსებს წლები დასჭირდებათ“, — განაცხადა აივაზიანმა.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს
Брифинг: Дом Аргентины в Грузии обращается к премьер-министру  пресс-центр - Sputnik საქართველო
ბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

აივაზიანის თქმით, 2017 წელს საქართველოში ქართული და რუსული მხარის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მათ ბრაზილიის, არგენტინის, პარაგვაის, ურუგვაის, რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირის პრეზენტაცია წარადგინეს. მაშინ გადაწყდა მომზადდეს პროექტი სახელწოდებით ფეხბურთი როგორც დროის კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისათვის“, რომლის შექმნა FIFA-ს შესთავაზეს. თუმცა, აივაზიანის თქმით, საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მხრიდან დახმარების გარეშე გეგმების განხორციელება შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, 3-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ პატარქალიშვილის იდეას გენიალური უწოდა და განაცხადა, რომ გასული წლიდან, როდესაც ის გაჩნდა, გამოთქვა სურვილი დაეხმაროს ინიციატორებს და ამას დღემდე აკეთებს. მისი თქმით, „ფეხბურთის მეფის“ ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და პოპულარობას შეუწყობს ხელს.

„ამ ადამიანს [პატარქალიშვილს] საოცარი უნარი გააჩნია. 2008 წელს მან თბილისში მარადონას ჩამოყვანა შეძლო, მახსოვს, მაშინ ადამიანებს ამისი არ სჯეროდათ. ის ჩამოფრინდა, გაფრინდა, ადამიანები კი მაინც ამბობდნენ, რომ ის აქ არ ყოფილა. ადამიანს, რომელმაც ეს გააკეთა, დახმარება სჭირდება. ბევრს შეიძლება არ სჯეროდეს, მაგრამ გენიალურობა სწორედ იმაშია, რომ არ დანებდე და საქართველოში პელე იხილო“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს
Брифинг: Дом Аргентины в Грузии обращается к премьер-министру  пресс-центр - Sputnik საქართველო
ბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პოლიტიკოსის თქმით, ღონისძიებას საქართველოსთვის უზარმაზარი დივიდენდების მოტანა შეუძლია, რადგან ქვეყანაში სამხრეთ ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების უზარმაზარი ნაკადი ჩამოვა, რაც ქართულ ეკონომიკას წაადგება.

პატარქალიშვილის თქმით, ბრაზილიაში საქართველოს გეგმებს გაზეთი „ლანსი “ (Lance!) აშუქებს, რომლის მეშვეობით მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ ძეგლი ქართული და ბრაზილიელი ხალხის ერთობის ნიშნად აღიმართება.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს
Брифинг: Дом Аргентины в Грузии обращается к премьер-министру  пресс-центр - Sputnik საქართველო
ბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

„საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარის თქმით, საინიციატივი ჯგუფი შეიქმნა არამარტო საქართველოში, არამედ არგენტინაში, ურუგვაიში, პარაგვაიში და ბრაზილიაში და ყველა ელოდება პასუხს, როდის დაიწყება საორგანიზაციო საკითხების განხილვა. ამასთან დაკავშირებით პროექტი უკვე 2018 წლის შემოდგომაზე უნდა განხორციელდეს, მაგრამ მთავარია, რომ ინფორმაცია მის შესახებ პრემიერ-მინისტრამდე მივიდეს და ყველაფერი სახელმწიფო დონეზე ჩატარდეს.


ყველა ახალი ამბავი
0