მტირალას ეროვნული პარკი და ოკაცეს კანიონი – „ევრონიუსის“ ეთერში

© FB / Mtirala National Parkმტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევრონიუსის“ ეთერში „ქართული თავგადასავლების“ რუბრიკაში ასევე გავიდა რეპორტაჟები გუდაურისა და ბათუმის შესახებ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ევროპული სამაუწყებლო ტელეკომპანია EuroNews-ის ეთერში მტირალას ეროვნული პარკისა და ოკაცეს კანიონის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გავიდა.

ტელეკომპანია „ევრონიუსის“ რუბრიკაში „თავგადასავლები“ საქართველოს შესახებ მორიგი სიუჟეტი გავიდა. სერია „ქართული თავგადასავლები“ ოკაცეს კანიონისა და მტირალას ეროვნული პარკის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს.

„ქუთაისის მახლობლად მდებარე ეს მხარე ცნობილია ღრმა კანიონებით, ტყის ტბებით და სხვა თვალწარმტაცი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით“, – ამბობს ოკაცეს კანიონის შესახებ „ევრონიუსის“ რეპორტიორი დენის ლოქტიერი.

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
თითქმის მილიონი - საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარობა იზრდება

რეპორტაჟში ასევე აღნიშნულია, რომ ოკაცეს კანიონის თავზე გაჭიმული 800 მეტრის სიგრძის ბილიკს წელიწადში 150 ათასი ტურისტი სტუმრობს. „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ექსტრემალური გართობისა და ადრენალინის მოყვარულებს საქართველოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერიდან კინჩხადან დაშვებას ურჩევს. 

რაც შეეხება მტირალას ეროვნულ პარკს, „ევრონიუსის“ სიუჟეტი მაყურებელს უამბობს, რომ იგი ყველაზე წვიმიანი ადგილია საქართველოში.

„აქ ყველაზე მაღალი ტენიანობა, სუფთა ჰაერი და სურნელოვანი ყვავილებია. ეს არის რეგიონის ფლორისა და ფაუნის დაცული ტერიტორია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ენდემური სახეობებით“, — ჰყვება ჟურნალისტი.

რუბრიკა „ქართული თავგადასავლები“ მომზადებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. „ევრონიუსის“ ეთერში აღნიშნულ რუბრიკაში ასევე გავიდა რეპორტაჟები გუდაურისა და ბათუმის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0