თითქმის მილიონი - საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარობა იზრდება

© courtesy of Abazzi Atelierმარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს საქართველოს ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებს 33%-ით მეტი უცხოლი ეწვია

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2017 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების დამთვალიერებელთა რაოდენობა 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა, იუწყება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

ერთი წლის განმავლობაში ნაკრძალები, აღკვეთილები, ეროვნული პარკები და ა.შ. 954 400-მდე ვიზიტორმა დაათვალიერა, მათგან 57% საქართველოს მოქალაქე, ხოლო 43% — უცხოელი იყო.

ამასთან დაცული ტერიტორიების უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ადგილობრივების — 28%-ით.

ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია კვლავ პრომეთეს მღვიმე აღმოჩნდა, რომელსაც 2017 წლის განმავლობაში 163 900-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

შემდეგ პოპულარობის მიხედვით მარტვილის კანიონი მოდის — 147 300-ზე მეტი დამთვალიერებელი, ყაზბეგის ეროვნული პარკი — 154 000-ზე მეტი, სათაფლია- 85 500-მდე და ოკაცეს კანიონი — 74 100-ზე მეტი სტუმარი.

© Youtube / Dionis Tourპრომეთეს მღვიმე
Пещера Прометея - Sputnik საქართველო
პრომეთეს მღვიმე

2017 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიები 97 ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმარმა დაათვალიერა. ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

გასულ წელს საქართველოს სულ 7,5 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 18,8%-ით აჭარბებს. ყველაზე ხშირად ქვეყანას სტუმრობდნენ სომხეთის (+14,8%), აზერბაიჯანის (+11,2%), რუსეთის (+34,1%), თურქეთისა (-0,8%) და ირანის მოქალაქეები (+118,3%).


ყველა ახალი ამბავი
0