პრეზიდენტის ინიციატივა – ანტინარკოტიკული კამპანია

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის აზრით, ანტინარკოტიკული კამპანია კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის და სხვა ხელოვნების წარმომადგენლებმა უნდა აწარმოონ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანტინარკოტიკული, ე.წ. ანტიდრაგ–კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიოირგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს...

უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია შაბათს დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის“ მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ.

„კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოონ სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე“, — განაცხადა მარგველაშვილმა თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის თქმით, ანტინარკოტიკული კამპანია და აღიარება სჭირდება იმ ფაქტს, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და ღუპავს მოქალაქეების დიდ ნაწილს. სწორედ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის და სხვა ხელოვნების წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოების შესაძლებლობა.

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — „მეფედრონი“ გახდა. როგორც შსს–ში აცხადებენ, ყველა მათგანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია:ნარკორეალიზებაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, უწყება ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და „გალერის" (Cafe Gallery) სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი „კაფე გალერის“ დაცვის წევრია.

„ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში უნდა შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“–კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით.

რუსთაველის გამზირზე აქცია გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მისვლის შემდეგ დაიშალა, რომელმაც აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ 12 მაისის მოვლენებს ერთობლივად განიხილავენ. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირები დაისჯებიან; ხოლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგებს ერთობლივად მიაღწევენ.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ >>>

რუსთაველის გამზირზე „კლუბური აქციის" პარალელურად ნაციონალისტური დაჯგუფებების კონტრაქცია გაიმართა, რომლებიც „თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებდნენ.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მშვიდი ვითარებაა. „კლუბური აქციის“ ორგანიზატორებმა აქცია ერთი კვირის ვადით შეწყვიტეს, მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები კი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

ორშაბათს, 18:00 საათზე მოძრაობა „ეროვნული ძალების გაერთიანების“ მომხრეები ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0