კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა

გამოწერა
გუშინ, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტრაქციის მონაწილე 19 პირი დააკავა, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 13 მაისს პოლიციის მიერ კონტრაქციაზე დაკავებული 19 ადამიანიდან ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიოირგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს...

უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით სპროტესტო აქცია შაბათს დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ.

რუსთაველის გამზირზე „კლუბური აქციის" პარალელურად ნაციონალისტური დაჯგუფებების კონტრაქცია გაიმართა, რომლებიც „თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებდნენ. პოლიციამ კონტრაქციის წევრებს ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

კონტრაქციის დაკავებულ მონაწილეებს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: მადლობას ვუხდი პატრულს

გათავისუფლებულ აქტივისტებს შორისაა კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავაც. კონკრეტული თარიღი, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია.

თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია გვიან ღამით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.

„კლუბური აქციის" ორგანიზატორებმა აქცია ერთი კვირის ვადით შეწყვიტეს, მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები კი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ორშაბათს, 18:00 საათზე მოძრაობა "ეროვნული ძალების გაერთიანების" მომხრეები ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური