ბათუმში ორცხობილა „ხრუსტინით" მეშვიდეკლასელი გოგონა მოიწამლა

გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენმა მოსწავლემ მიიღო ინტოქსიკაცია.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში რამდენიმე მოსწავლე მოიწამლა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

დახლი - Sputnik საქართველო
ტკბილეულის ნაცვლად „კროტი“ – ფოთში 6 წლის ბავშვი მოიწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდმა ინტოქსიკაცია მაღაზიაში ნაყიდი „ხრუსტინით" მიიღო, რომელიც სკოლის ტერიტორიის გარეთ შეიძინეს.

„ორის ნახევარი იქნებოდა, მეშვიდე კლასის მოსწავლე გახდა ცუდად. აღენიშნებოდა კანკალი. როგორც გოგონამ მითხრა, მაღაზიაში ნაყიდი „ხრუსტინი" ჭამა, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ჩავუტარეთ პირველადი დახმარება და რახან კანკალი არ მოეხსნა, გამოვიძახეთ სასწრაფო", — განაცხადა სკოლის ექიმმა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 112-ში მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა და მათ მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე მოსწავლე მოხვდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი მოსწავლეა მოწამლული.

ყველა ახალი ამბავი
0