უშიშროების საბჭოზე ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

© photo: Sputnik / Miho Neimanპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იმედი აქვს, რომ ნატოს სამიტზე ალიანსისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის პროგრესი დაფიქსირდება

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის გარემო, ბრიუსელში ნატოს მომავალი სამიტისთვის მომზადება და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე.

ნატოს სამიტი ბრიუსელში ივლისში გაიმართება.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატო: ჯერჯერობით უცნობია, სამიტზე საქართველოს რა ფორმით დაუჭერენ მხარს

„ვისაუბრეთ სწორედ ბრიუსელის სამიტის ერთიან პოზიციაზე იმიტომ, რომ აუცილებელია, ბრიუსელში ნატოს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩამოვყალიბდით:- როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადავდგათ წინ ნაბიჯი ამ სამიტზე“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივმა წევრებმა.


ყველა ახალი ამბავი
0