ნატო: ჯერჯერობით უცნობია, სამიტზე საქართველოს რა ფორმით დაუჭერენ მხარს

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშინატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს ყველა წევრი ალიანსში წევრობის კუთხით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გამოუცხადებს, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე აღინიშნება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, იუწყება РИА Новости.

ნატოს სამიტი ბრიუსელში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება. სამიტზე მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენი წევრი გამოხატავს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი წევრობასთან დაკავშირებით და ჩვენ განვაგრძობთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას“, — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ნატოს წევრი 29 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მევლუთ ჩავუშოღლუ და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, „სამიტზე მოიძებნება ის, თუ კონკრეტულად როგორი ფორმით გაკეთდება ეს (პროგრესის აღნიშვნა), მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გადაგვიწყვეტია“.

საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ნატოში შესვლისთვის მოემზადოს, აღნიშნა სტოლტენმბერგმა.

„საქართველო გახდება ნატოს წევრი აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, და წევრობისთვის მოსამზადებლად საქართველოს ყველა პრაქტიკული საშუალება გააჩნია“, — განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მიიწვია >>

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

რუსეთი საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც მანამდე რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური მდგომარება ნარჩუნდება, რომლის პროვოცირებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ნატოში, ხოლო ალიანსის მეშვეობით რეგიონში გამაგრების მცდელობები იწვევს.


ყველა ახალი ამბავი
0