ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლული წარსულში ნასამართლევი იყო

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში 30 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ციტირებს პირველი არხი შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
შემზარავი შემთხვევა სამტრედიაში: გარდაცვლილი ახალშობილი ეზოს ტუალეტის ორმოში იპოვეს

დაჭრილი დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მიყენებული ჭრილობების შედეგად ის მალევე გარდაიცვალა.

ტელეკომპანია Rustavi2-ი იუწყება, რომ მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოხდა და ის შესაძლოა წლების წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდებოდეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერჯობით დაკავებული არავინ არის.

ყველა ახალი ამბავი
0