შემზარავი შემთხვევა სამტრედიაში: გარდაცვლილი ახალშობილი ეზოს ტუალეტის ორმოში იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლის მცხოვრებლები, რომლის ეზოშიც იპოვეს გარდაცვლილი ბავშვი, პოლიციაში დაკითხეს

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამტრედიაში, თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოს ტუალეტში ახალშობილის გვამი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
სკანდალი იაშვილის კლინიკის ირგვლივ: ექიმებს ჩვილის მუცელში დოლბანდი დარჩათ

ბავშვის ცხედარი რამდენიმე დღის წინ სრულიად შემტხვევით იპოვეს, თუმცა მასმედიისთვის ამის შესახებ ცნობილი მცოლოდ ახლა გახდა.

ზემოაღნიშნულ სახლში მცხოვრები ოჯახის წევრები დაკითხვაზე პოლიციაში დაიბარეს. ახალგაზრდა ქალი ექსპერტიზაზე გააგზავნეს, რომელმაც აჩვენა, რომ ეს მისი ბავშვი არ ყოფილა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა", რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0