„თეთრი ხმაური" თბილისის მერიას მიმართავს

© photo: Sputnikაქცია თბილისში
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას

თბილისი, 12 მაისი — Sputnik.  თავისუფლების მოედანზე  პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის მერიას ნაგვის ურნებითა და ბიოტუალეტებით მომარაგების მოთხოვნით მიმართავენ, იუწყება ტელეკომპანია  Rustavi2.  

აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
რა მოთხოვნები წაუყენეს საპატრულო პოლიციის უფროსს აქციის მონაწილეებმა

თბილისში მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

„დღეს, აქ ძალიან ბევრნი ვართ შეკრებილი. ამიტომ მივმართავთ თბილისის მერიას, რომ მოგვამარაგონ ნაგვის ურნებით და ბიოტუალეტებით. ჩვენ დაშლას არ ვაპირებით, პირიქით ველოდებით ადამიანებს, რომლებიც რეგიონებიდან შემოგვიერთდებიან", – განაცხადა „თეთრი ხმაურის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა აქციაზე.

შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა  ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“,  „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ –  ჩაატარა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას დააკვირდება>>>

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სხვადასხვა ვერსიით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 20-დან 70-მდე ადამიანი დააკავეს კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციაზე, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარდა.

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე ამ დრომდე გრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0