სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა

თბილისი, 12 მაისი — Sputnik.   თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში: დაკავებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა

შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა  ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“,  „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ –  ჩაატარა. 

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

დაკავებულთაგან ერთ-ერთ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით აქვს წარდგენილი, ხოლო დანარჩენ შვიდს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს და  8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს

საქმის მასალები დაკავებულების ადვოკატებს უკვე გადაეცათ, რომელთაც გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი. 

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0