კახა კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს

გამოწერა
ქალაქის მერმა საზოგადოებას მოუწოდა ერთიანი ძალებით ებრძოლონ ნარტოკიტების რეალიზატორებს. მისი განცხადებით მმართველი პარტიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებების დაცვაა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik.  გუშინ განვითარებული მოვლენები ხელს ვერ შეუშლის კლუბური სცენისა და ღამის ეკონომიკის განვითრებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

წამზომი ჩაირთო: პრემიერს ღამის 10 საათამდე დრო მისცეს>>>

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, პრემიერს 22:00  საათამდე  მისცეს დრო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისთვის.  

ღამის სპეცოპერაცია თბილისში: პოლიციასთან შეტაკებისა და დაკავების კადრები - Sputnik საქართველო
მშფოთვარე ღამე თბილისში: ნარკორეალიზატორთა დაკავება და ახალგაზრდების პროტესტი

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს, თუნდაც, კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები და მე დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს,“ — განაცხადა თბილისის მერმა.

საპროტესტო აქცია, რომელიც 12 მაისს ღმით დაიწყო, 15:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები პოლიციას ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ღამის კლუბების სტუმრების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. აქციაზე შეკრებილთაგან მრავალი თავად იმყოფებოდნენ კლუბებში.

ქალაქის მერმა საზოგადოებას მოუწოდა ერთიანი ძალებით ებრძოლონ ნარტოკიტების რეალიზატორებს. მისი განცხადებით მმართველი პარტიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებების დაცვაა.

„არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე გთავაზობთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივიცემულობა, რასაც მე ნამდვილად ვაფასებ. მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ  ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად", – აღნიშნა კალაძემ. 

აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
„თეთრი ხმაური" თბილისის მერიას მიმართავს

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავენ.

საპროტესტო ტალღა თბილისის პოპულარულ ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და "გალერიში" (Cafe Gallery) ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი კაფე „გალერის“ დაცვის წევრია.

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0