ავტონაწილების ქურდობის მცდელობისთვის დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

გამოწერა
პოლიციამ ორივე პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე გორში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბურავი - Sputnik საქართველო
ქურდობა ბათუმში: ოთხი აგური საბურავების ნაცვლად

სამართალდამცველებმა 38 და 26 წლის მამაკაცები შინდისის გზატკეცილზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან ბრალდებულები სატვირთო ავტომობილის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ორივე პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის სსკ-ს 19-177 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით ("ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ქურდობის მცდელობა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0