ქურდობა ბათუმში: ოთხი აგური საბურავების ნაცვლად

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშისაბურავი
საბურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელს მანქანა ოთხივე საბურავის გარეშე დახვდა

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ მკვიდრს საკუთარ ეზოში გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდული დახვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელს მანქანა ოთხივე საბურავის გარეშე დახვდა. 

 

დამნაშავეებმა მსუბუქ ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს და აგურებზე შეაყენეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0