საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან

© photo: AFP 2020 / CHRISTOPHE SIMONსაქართველო–შოტლანდიის მატჩი
საქართველო–შოტლანდიის მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოტლანდიელების საქართველოში ჩამოსვლა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისში ექვსი ერის თასში მონაწილე გუნდი ითამაშებს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებები 2019 წელს ორ ტესტ–მატჩს გამართავენ, აქედან ერთი თამაში თბილისში გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პირველი თამაში ჩატარდება 24 აგვისტოს თბილისის „დინამო არენაზე“, ხოლო მეორე – 6 ან 7 სექტემბერს – ედინბურგის „მარიფილდზე“. მატჩები 2019 წლის იაპონიაში გასამართი (20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე) მსოფლიო თასის წინ ჩატარდება და გუნდები მას ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ.

„შოტლანდიასთან მატჩს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს — ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანა საქართველოში ჩამოვა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოტლანდიის რაგბის კავშირს, რადგან 2016 წელს მათთან გამართული ტესტის შემდეგ დადებული პირობა შეასრულეს და მსოფლიო თასის წინ საქართველოში ჩამოვლენ“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

რაგბი: საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო
ბორჯღალოსნების ახალი წარმატება: საქართველომ გერმანია ევროპის ერთა თასში გაანადგურა

სვანიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები უკვე შეუდგა მოსამზადებელ პროცესს მსოფლიო პირველობისთვის. მისი თქმით, ეს მატჩები სამწვრთნელო შტაბს სელექციის პროცესშიც დაეხმარება და კიდევ ერთ შანსს მისცემს იაპონიისთვის ოპტიმალური გუნდის შესარჩევად.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ შოტლანდიელებმა გაიმარჯვეს (15:6 და 43:16).

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0