ბორჯღალოსნების ახალი წარმატება: საქართველომ გერმანია ევროპის ერთა თასში გაანადგურა

© FB / Georgian Rugbyრაგბი: საქართველო-გერმანია
რაგბი: საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ერთა თასში ორ თამაშში ორი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქეს არცერთი შანსი არ დაუტოვეს.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ოფენბახში ევროპის ერთა თასის ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 გაანადგურა.

მილტონ ჰეიგის აღსაზრდელები სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის ზონაში მათ შვიდი ლელო დადეს. მათი ავტორებია: ანტონ ფეიქრიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ოთარ გიორგაძე, ზურაბ ჟვანია, ლაშა ხმალაძე და გიორგი კვესელაძე, რომლის ანგარიშზე ორი ლელოა.

შვიდიდან ექვსი გარდასახვა ბექა წიკლაურმა შეასრულა.

საქართველოს და კანადის ნაკრებების მატჩი რაგბიში - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ქუთაისში ბელგიელები გაანადგურა

დღემდე საქართველოს და გერმანიის ნაკრებები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში გამარჯვებას ქართველი მორაგბეები ზეიმობდნენ. დღევანდელი წარმატება სხვა გამარჯვებებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის მორაგბეებმა ვერცერთი ქულა ვერ მიითვალეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ერთა თასის ამჟამინდელი გათამაშების პირველ თამაშში საქართველოს ნაკრებმა ბელგიას ასევე მშრალად მოუგო — 47:0.

ტურნირის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე 3 მარტს ესპანეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

თასის მოქმედი მფლობელი რუმინეთის ნაკრებია, რომელმაც საქართველოს გეგემონია გაწყვიტა, რომელიც თასს ექვსი წლის განმავლობაში ზედიზედ იგებდა.


ყველა ახალი ამბავი
0