საქართველოში კატასტროფების სალიკვიდაციო მოხალისეთა ეროვნული ნუსხა იქმნება

© AP Photo / Tinatin Kiguradzeწყალდიდობა თბილისში – 2015 წლის 13 ივნისი
წყალდიდობა თბილისში – 2015 წლის 13 ივნისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შექმნის შესახებ.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა 28 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის სრულ შეცვლას ითვალისწინებს.

შესწორებები ძირითადად შეეხება კანონს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მისი მთლიანად გადაწერა გადაწყვიტა.

ცეხლმაქრები სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები იზრდება

კანონპროექტი საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მშვიდობიან დროს ამ სისტემას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უხელმძღვანელებს, ხოლო სახანძრო–სამაშველო ძალების დეპარტამენტი ძირითად ოპერატიულ ძალას წარმოადგენს.

ინიციატივის თანახმად, მოხალისეობისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში ჩართვის ყველა მსურველი უნდა დარეგისტრირდეს მოხალისეთა ეროვნულ სიაში. მათთან გაფორმდება შეთანხმება დახმარების გაწევის შესახებ.

მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის სახანძრო–სამაშველო განყოფილებებში შეიქმნება სპორტული და სასწავლო მოედნები.

კანონპროექტის ავტორებმა ინციდენტებისა და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის შეცვლაც გადაწყვიტეს. მოქმედ ვერსიაში ის იყოფა წარმოშობის მიხედვით – ტექნოგენურ, სოციალურ, სამხედრო მდგომარეობის დროს შექმნილ და ბუნებრივ სიტუაციებად. შესწორებების თანახმად, უნდა იყოს ინციდენტები/საგანგებო სიტუაციები, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ფაქტორებით და ადამიანური (ტექნოგენური) ფაქტორებით.

მაშველები - Sputnik საქართველო
რა მოდელზე გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

იგეგმება ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელშიც შევა ინფორმაცია მოსალოდნელი და შექმნილი საგანგებო სიტუაციების შესახებ, პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტებისა და სხვა მონაცემები, რათა შემუშავდეს ანალიტიკური ანგარიში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში.

განსაკუთრებული ყურადღება კანონპროექტში სახანძრო უსაფრთხოებას ეთმობა.

შემოთავაზებულია სავალდებულო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტების სიის გაზრდა. მასში, გარდა სასტუმროების, კლუბების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისა და სავაჭრო ცენტრებისა, უნდა შევიდეს გასართობი ცენტრები, კვების ობიექტები, თბო- და ჰიდროელექტროსადგურები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, 28 მეტრზე მაღალი შენობები, ორი ან მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე შენობები, ბაზრები (2 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის), რკინიგზის სადგურები და ტრანსპორტის სადგურები, ნავთობბაზები და ტერმინალები (500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის), ავტოგასამართი სადგურები, საწყობები (1 ათას კვ. მეტრზე მეტი), მარცლეულის საცავები და მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოები, ფეთქებადსაშიში ობიექტები და სახანძრო ჰიდრანტები.

ყველა ახალი ამბავი
0